„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ თვალთვალი ჩხოროწყუში
2012-07-23 22 ივლისს ჩხოროწყუში, იმ სახლს სადაც ცხოვრობს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან იზორია, ორი მსუბუქი ავტომანქანა, სანომრე ნიშნებით BKB 170 და ZSH 999 უთვალთვალებდა. სახლის მეპატრონემ, ვალოდი ბაძაღუამ, გადაწყვიტა მანქანაში მსხდომთა ვინაობის გარკვევა და სანომრე ნიშნების ამოცნობა, რასაც მანქანაში მყოფთა გაღიზიანება მოჰყვა. მანქანა მთელი სისწრაფით, დაიძრა მისი მიმართულებით, დაეჯახა მეზობლის ღობეს და დააზიანა. როგორც თავად ველოდი ბაძაღუა ამბობს, მანქანაში მსხდომები მას უყვიროდნენ და აგინებდნენ. აღნიშნულ ფაქტს მოწმეებიც ადასტურებენ.