მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას დაკავება
2012-07-31 2012 წლის 17 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა სამი პირის: მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას დაკავების შესახებ. შსს-ს ცნობით, კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს. ასევე, „ეროვნული ფორუმის" გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გადარიცხა ეროვნული ფორუმის ანგარიშზე შემოწირულობის სახით. 2012 წლის 18 ივლისს პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების დაკავების ფაქტს საიამ სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა და გამოძიების ორგანოებს მოუწოდა არ დაეშვათ კანონის მეტისმეტად ფართო და არაგონივრული ინტერპრეტაცია. http://www.gyla.ge/index.php?option


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე