ძალადობა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებზე
2012-08-02 2012 წლის 24 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მოქალაქე როზა წყაბელიას სურდა პრეზიდენტისთვის საკუთარი პრობლემების შესახებ მოეთხრო, რისი საშუალებაც მას არ მიეცა და პოლიციის თანამშრომლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და უბნის რწმუნებულის მხრიდან მასზე განხორციელდა ძალადობის ფაქტი. საიამ აღნიშნული ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანიებს მიმართა. [youtube]YHf1Zva12ug[/youtube]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე