"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ინციდენტი შუახევში
2012-08-08 5 აგვისტოს შუახევის სასტუმროში, სადაც „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ირაკლი დობორჯგინიძე, შუახევში მოძრაობდა მანქანით(GVG 121). ის ახალგაზრდებს ისვამდა მანქანაში და ეკითხებოდა ეწევიან თუ არა ისინი „პლანს", აძლევენ თუ არა მათ ფულს და ა.შ. ახალგაზრდებმა მის მანქანაში ჩამონტაჟებული ვიდეოთვალი და მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რასაც მოჰყვა უსიამოვნება. პოლიციამ ქურდობის ფაქტზე, მოწმის სტატუსით დააკავა „ქართული ოცნების“ აქტივიტები, გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე, რომლებმაც მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს ავტოანქანაში.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე რეაგირების მიზნით, კოალიციამ უკვე მიმართა უწყებათაშორის კომისიას.
[youtube]3hlXL5XnWRo[/youtube]
2012-08-05 გიორგი ხურციძე 5 აგვისტოს დააკავეს ბათუმში, ამავე დღეს მოხდა ახალგაზრდული ჯგუფის წევრის გიორგი ობოლაძის აყვანაც ტყიბულში და დათო კუბლაშვილის თბილისში.
როგორც დაკავებულთა ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ განაცხადა, სამივე მათგანი მოწმეების სტატუსით ქურდობისა და თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს და დაკითხვის შემდეგ მალე გაათავისუფლეს.