კოალიცია "ქართული ოცნების“ რეგისტრატორებზე, მარიამ ხოსიაშვილსა და თეონა უმცროსაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ახმეტაში
2012-07-06 კოალიცია "ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ოთარ კვირიკაშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა სიების გადამოწმება, რომელიც კარდაკარის პროგრამით ხორციელდება, რეგისტრატორებზე ზეწოლებით მიმდინარეობს.
2012 წლის 6 ივლისს ახმეტის N1 ჟალურის უბანზე ამომრჩეველთა სიების გადამოწმების - კარდაკარის განხორციელების დროს, რეგისტრატორებს - მარიამ ხოსიაშვილს და თეონა უმცროსაშვილს შპს „ახმეტა გამწვანების“ მმართველის მოადგილემ, თემურ ერთგულაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამუშაოს შესრულებაში ხელი შეუშლა.