რწმუნებულ შალვა ხორნაულის მიერ პარტია "თავისუფალი საქართველოს" აქტივისტებზე განხორციელებული ზეწოლა სოფელ არხილოსკალოში
2012-08-21 2012 წლის 17 ივლისს სოფელ არხილოსკალოს რწმუნებულმა, შალვა ხორნაულმა პარტია"თავისუფალი საქართველოს" აქტივისტებს, ჟუჟუნა ქენქაძეს და ნათია ნათაძეს, რომლებიც სოფელ არხილოსკალოში პარტიის მხარდამჭერების რეგისტრაციას ახდენდნენ, საქმიანობის განხორცილება აუკრძალა. როგორც პარტიის აქტივისტებმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადეს, სოფლის რწმუნებულის მხრიდან აკრძალვას სოფლის ტერიტორიაზე გადაადგილების და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სოფლის სხვადასხვა უბანში ჰქონდა ადგილი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე