კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში
2012-07-12 2012 წლის 12 ივლისს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და სხვა მხარდამჭერები ვერხვების დევნილთა ჩასახლებას ეწვივნენ, სადაც მათ დევნილები, ჩასახლების მამასახლისები (ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომლები) ბესო კახნიაშვილი, ვიქტორ დათაშვილი, ვანო მიდოდაშვილი სხვა მხარდამჭერებთან ერთად დახვდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ ჩასახლების ტერიტორია.
ერთ-ერთმა მოქალაქემ უწმაწური სიტყვებით მიმართა კახა კალაძეს, რაც მოსახლეობასა და კოალიციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაში გადაიზარდა.