ქართული ოცნების პლაკატების ჩამოხევა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ კასპში
2012-07-14 2012 წლის 14 ივლისს კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებმა ქალაქ კასპში პლაკატები გააკრეს, სადაც მითითებული იყო გორის აქციის ჩატარების ადგილმდებარეობა და საათი.
ის პიროვნებები, რომლებიც ქართული ოცნების პლაკატებს ხევდნენ, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირების მანქანებით გადაადგილდებოდნენ. ვიდეო კადრებში დაფიქსირდა კასპის ქალაქის რწმუნებული მირიან ბერიანიძე, რომელიც საჭეს თავად მართავს და მიშკა მერებაშვილი- კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი.