„ინფო 9-ის“ ჟურნალისტ შორენა ხაბალაშვილზე განხორციელებული ზეწოლა კასპში
2012-06-20 2012 წლის 20 ივნისს კასპის საკრებულოს სხდომაზე კასპის რაიონის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში იხილებოდა. აღნიშნულ სხდომაზე „ინფო 9-ის“ ჟურნალისტები არ შეუშვეს. მიზეზად დაცვის პოლიციამ ჟურნალისტების სხდომაზე დაგვიანებით მისვლა დაასახელა, ასევე მათ განუცხადეს, რომ სხდომა დახურული იყო.
მოგვიანებით ჟურნალისტმა შორენა ხაბალაშვილმა კამერის გარეშე საკრებულოს თავჯდომარესთან შესვლა და გასაუბრება სცადა, მაგრამ დაცვის პოლიციამ იგი უკვე კაბინეტის კართან მისული ძალის გამოყენებით გამოაგდო.
კასპის საკრებულოს წევრ ხათუნა თათანაშვილის განცხადებით, სხდომა დახურული არ ყოფილა და არც ჟურნალისტებს დაუგვიანიათ სხდომაზე.