მოსახლეობის უძრავი ქონების უსასყიდლო რეგისტრაცია კასპში
2012-07-15 2012 წლის 28 ივნისის საქართველოს მთავრობის დადგენილებით #231, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ოთხი სამუშაო დღის ვადაში გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასური გაუქმდა.
2012-07-14 კასპის რაიონის სოფელ მეტეხის გამგეობაში საჯარო რეესტრის დაკვეთით შპს „ბანი“ მოსახლეობის უძრავი ქონების უსასყიდლო რეგისტრაციას ახორციელებს. აღნიშნული პროექტი 2012 წლის 14 ივლისს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.