აგიტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ
2012-08-07 ოზურგეთში მიმდინარე წლის 7 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში სამუშაო საათების დროს შეიკრიბა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს თანამდებობის პირები, მათ შორის: შუქრი გაბრიჩიძე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გია შახოვი - გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, ოთარ რევიშვილი -სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გურიაში, კახა მეგრელიშვილი - ქალაქ ოზურგეთის რწმუნებული, მამია ბარამიძე - სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი.