”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრის კახა მიქაიას დაკავება
2012-03-27 კახა მიქაიას ბრალი წვრილმან ხულიგნობაში წაუყენეს და ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. თავად მიქაია აქტიური პოლიტიკური ფიგურაა ზუგდიდში და საკმაოდ ხშირად ხდება მის მიმართ ასეთი ფაქტები. სერგო ჩაჩიბაიას ერთ-ერთი პროცესის შემდეგ მიქაია სხვა აქტივისტებთან ერთად აწყობდა მსვლელობას და მეგაფონში აცხადებდა: „ძირს ახალაიას სასამართლო“, მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააპატიმრეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.