სასწრაფო დახმარების მედპერსონალის, ეთერ ჭუჭულაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება დედოფლისწყაროში
2012-08-07 2012 წლის 7 აგვისტოს დედოფლისწყაროს შპს "ადითის" სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედპერსონალი - ეთერ ჭუჭულაშვილი დირექტორმა იმ მოტივით გაათავისუფლა, რომ რომ მისი მეუღლის ძმა - გიორგი ნასრაშვილი "ქართული ოცნების" ოფისის წარმომადგენელია. ფაქტის გახმაურების შედეგად (დაახლოებით 10 დღის შემდგომ), ეთერ ჭუჭულაშილი აღდგენილ იქნა სამსახურში. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან შპს "ადითის"დირექტორმა, ნუკრი ბაღაშვილმა გათავისუფლების ფაქტი არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ეთერ ჭუჭულაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ არსებობს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე