ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ განხორციელებული ზეწოლა "ქართული ოცნების" კოორდინატორ ემზარ ცაავაზე
2012-08-02 2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" სოფელ ორულუს კოორდინატორ ემზარ ცაავას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ირაკლი ცაავა ეწვია. ემზარ ცაავას თქმით, ირაკლი ცაავამ ოთახის კარი გადაკეტა და მისგან ითხოვდა ახსნა-განმარტებას, თუ რატომ იყო ოპოზიციაში და რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეეწყვიტა. შელაპარაკების დროს ირაკლი ცაავა იარაღით იმუქრებოდა. მოგვიანებით ემზარ ცაავამ ოთახიდან გაქცევა მოახერხა და თხილის ნარგავებში 2 საათის განმავლობაში იმალებოდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე