სკოლის პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლა ჩოხატაურში
2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩოხატაურის სკოლის რამდენიმე პედაგოგი დასწრებას არ აპირებდა. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე სკოლის დირექტორი მათ ხელფასის დაქვითვით დაემუქრა, რის გამოც პედაგოგები შეხვედრას დაესწრნენ.
„სამართლიანი არჩევნები“ პედაგოგების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მათი ვინაობის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებს.