„ქართული ოცნების“ აქტივისტ ზურა ბურდულის მიმართ განხორციელებული ზეწოლა დუშეთში
2012-08-20 2012 წლის 20 აგვისტოს დუშეთის მკვიდრი, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ზურა ბურდული, რომელიც სამხედრო სამსახურისათვის რამდენჯერმე იქნა დაწუნებული, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. როგორც იგი „სამართლიანი არჩევნების“ გრძლევადიან დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, სამედიცინო შემოწმების დროს სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი ბესო უნდილაშვილი ექიმებს სთხოვდა, რომ სამედიცინო დასკვნაში აღენიშნათ, რომ ბურდული სამხედრო სამსახურისათვის ვარგისია.
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი ბესო უნდილაშვილს ესაუბრა. მისი განცხადებით, ზურა ბურდულის მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მას კომისია შეამოწმებს და გადაწყვეტს არის თუ არა სამხედრო სამსახურისათვის ვარგისი.