„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვა ჩარგალში
2012-08-27 2012 წლი 27 აგვისტოს „მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, 25 აგვისტოს, „ვაჟაობაზე“ ერთ-ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ განცხადება 2012 წლის 29 ავისტოს გაავრცელა, რითაც ორგანიზაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს შეისწავლონ ზურაბ ოტიაშვილის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხი.