ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ თინა ხიდაშელის ამორჩევლებთან შეხვდრის ხელშეშლა იორმუღანლოში
2012-08-17 2012 წლის 17 აგვისტოს სოფელ იორმუღანლოში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თინა ხიდაშელი ამორჩეველთან შეხვდრას მართავდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლას შეეცადნენ. შეხვედრა მოგვიანებით ჩხუბსა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლაში გადაიზარდა.
ფიზიკურ დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ - სოფელ დუზაგრამის გამგებელი - მუხტარ ისმაილოვი, სოფელ ლამბალოს გამგებელი - ალახიარ აბდულაევი, სოფელ თულარის დეპუტატი საკრებულოში - ვექილ ვექილოვი, სოფელ ქეშალოს გამგებლის თავთუხ კაჭიევის დისშვილი და გამგეობის თანამშრომელი, ადრე ნასამართლევი - ილგარ გაჯიევი.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პოლიციამ მხოლოდ კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრები, მუბარიზ მამედოვი და ნათიკ რასულოვი დააკავა. 17 აგვისტოს, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ბრალდებით თინათინ ხიდაშელმა სოფელ იორმუღანლოს პოლიციაში დუზაგრამას გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
2012-08-17 შეხვედრის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "info-9“ ის ჟურნალისტს გიორგი ნანუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გადამღები კამერა დაუზიანეს.