დაპირისპირება კახი კალაძის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრისას სოფელ გომში
2012-08-18 2012 წლი 18 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას აწყობდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კალაძე. მან შეხვედრაზე გომის თემის მოსახლეობას კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად ავთანდილ თევზაძე წარუდგინა. ავთანდილ თევზაძის შეხვედრაზე გამოჩენამ იქ მყოფ საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია, ისმოდა რეპლიკები, რასაც ახლგაზრდებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. მოგვიანებით, სიტუაციის გამძაფრებასთან ერთად უფროსებიც ჩაერთვნენ. როგორც თვითმხილველებმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადეს, აქციაზე იმყოფებოდა 3 შავი ფერის ჯიპი, რომლებში მსხდომი ადამიანები შეხვედრას თვალ-ყურს ადევნებდნენ, შეხვედრაზე მყოფმა მოსახლეობამ ისინი პოლიციელებად აღიქვეს, თუმცა შეხვედრის მიმდინარეობის დროს მათგან რეაგირება არ ყოფილა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე