კახაბერ მუმლაძის ხულიგნობის ბრალდებით დაკავება რუსთავში
2012-09-04 საია ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს. 2012 წლის 30 აგვისტოს საია-ს ადვოკატი იმყოფებოდა გარდაბნის რაიონის შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში და გამოიკვეთა, რომ კახაბერ მუმლაძე იმყოფება ადამიანისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში, იგი დღემდე არ ყოფილა გაყვანილი სუფთა ჰაერზე, არ ეძლევა ელემენტარული ფიგიენური საშუალებები (საპონი, პირსახოცი), არ არის უზრუნველყოფილი შხაპის მიღებით, უარს უცხადებენ საწერი კალამისა და ფურცლების მოთხოვნაზე. წერილები, რომელბსაც უგზავნიან არ გადაეცემა.
2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს ადვოკატი კახა მუმლაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციას ესწრებოდა. წვიმის მოსვლის შემდეგ ადვოკატი კახაბერ მუმლაძე და მისი მეგობარი შარტავას მოედანზე მდებარე რესტორან „ელ-დეპოში“ შევიდნენ. მოგვიანებით, რესტორანში შევიდა სამი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთ-ერთს, აზარ მამედოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისური ეცვა. როგორც კახა მუმლაძის ადვოკატი ირაკლი გაბრიჩიძე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, აზარ მამედოვი იქცეოდა აგრესიულად, უხეშად მიმართავდა მომსახურე პერსონალს. კახა მულაძემ „ურჩია“, რომ ჯობდა ზრდილობიანად მოქცეულიყო, გაეხადა ეს მაისური და ისე შემოსულიყო რესტორანში.
მოგვიანებით, საპატრულო პოლიციამ კახაბერ მუმლაძე დააკავა, ხოლო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის, ხულიგობის ბრალდებით 90 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავების დღიდან კახა მუმლაძემ დაიწყო უვადო შიმშილობა, ვინაიდან მისი განცხადებით იგი არაადამიანური მოპყრობის პირობებში იმყოფება.