„ინფო–9“-ის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება ლანჩხუთში
2012-08-15 15 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მიკროავტობუსებში სხდებოდნენ. „ინფო–9“-ის ჟურნალისტი, ნინო ხელაძე და ოპერატორი დავით ჩავლეიშვილი აღნიშნული ფაქტის გადაღება–ჩაწერას აწარმოებდნენ. ერთ–ერთი ახალგაზრდამ ჟურნალისტს მიკროფონის მოშორება მოსთხოვა. შემდეგ კი მუშტი ოპერატორს მოუქნია, რის შედეგადაც ოპერატორმა სახისა და თავის მიდამოში დაზიანება მიიღო. როგორც მედია–საშუალებებით შემდეგ გახდა ცნობილი, უცნობი მამაკაცი, ზურაბ კვირკველია, არის აწ უკვე ყოფილი გამგებლის და ამჟამად დეპუტატობის კანდიდატის გია გოგუაძის მდივნის, ნატო ნუცუბიძის მეუღლე. გავრცელებული ინფორმაციით,მას ადმინისტრაციული სასჯელი, 20 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე