სოფელ ხვანჭკარის გამგებლის მიერ მოქალაქეთა დასაქმება
2012-08-22 2012 წლის 22 აგვისტოს სოფელ ხვანჭკარის გამგებელი - ლევან მეტონიძე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს - ვეფხია ვაწაძეს და ალეკო გვენცაძეს და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ - როსტომ ვაწაძეს დაუკავშირდა და მათ პირადობის მოწმობები მოსთხოვა, რათა მომავალში დასაქმების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე დაესაქმებინა.
რამოდენიმე დღეში ისინი გამოცხადნენ სოციალური დახმარების სამინისტროს ამბროლაურის განყოფილებაში. ვეფხია ვაწაძესა და ალეკო გვენეტაძეს მართლაც გაუფორმდათ ორთვიანი ხელშეკრულებები. სამუშაოს დასახელებას ზუსტად ვერ ახდენენ, იციან მხოლოდ ის, რომ მოქალაქეების გამოკითხვა კითხვარის მეშვეობით უნდა აწარმოონ.