დამოუკიდებელი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის საკითხი
თარიღი: 2012-08-16
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ხარაგაული , ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2012-08-25 2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადება გამოქვეყნდა დამოუკიდებელი კანდიდატის გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გაურკვეველი ვადით, კომისიიდან გლუნჩაძის კანდიდატის დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაციის დედანის ამოღების გამო. საიამ მედიის საშუალებებით გაკეთებული საჯარო განცხადებებით არაერთხელ მიმართა ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიას, შესაბამისი ორგანოებიდან დაუყოვნებლივ მოეთხოვა ამოღებული დოკუმენტების უკან დაბრუნება, ხოლო შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს - დაუყოვნებლივ წარედგინათ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის აღნიშნული დოკუმენტები. ამ საკითხზე საიამ ინფორმაცია მიაწოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიასაც. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საიას რეკომენდაცია გათვალისწინებულია. 21 აგვისტოს კანდიდატის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები დაბრუნდა ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 22 აგვისტოს აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი კანდიდატის, გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე