ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება
2012-09-07 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მმართველი პარტიის კანდიდატის წარდგენას ეხება. პრესრელიზი მმართველი პარტისადმი პოზიტიურად განწყობილი ტონით აღწერს სააგიტაციო შეხვედრის მიმდინარეობას. კერძოდ, აქ მითითებულია: „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობასთან განაცხადა რომ როლანდ ახალაია არის პიროვნება რომელიც ერთგულად ემსახურება თავის ქვეყანას და მის სახელთან არის დაკავშირებული ყველა ის სასიკეთო ცვლილებები რაც ბოლო პერიოდის საქართველოში განხორციელდა. ნარაზენში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც გააკეთა განცხადება და მოსახლეობას დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. [url]tp://www.zugdidicity.ge/[/url] [url] http://www.gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1445%3A2012-09-06-15-06-32&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka[/url]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე