კასპის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება
2012-09-07 კასპის მუნიციპალიტეტი - „მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი“.ამონარიდი: პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასაკეთებელი მუნიციპალიტეტში კიდევ ბევრია, დაწყებული საქმეები დასრულებას საჭიროებს, ამიტომ კახაბერ ხაჩირაშვილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდანაც, ასევე გულისხმიერად იზრუნებს დაგეგმილი სამუშაოების დამთავრებისათვის. საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.
[url]http://www.kaspi.org.ge/news/199#cont[/url]
[url] http://www.gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1445%3A2012-09-06-15-06-32&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka[/url]