სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება
2012-09-07 სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია - 1. „დავით ბაქრაძემ სენაკში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა“; 2. „საქართველოს პრეზიდენტი ჩხოროწყუში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა“. ამონარიდი: დღეს ჩვენი მოწინააღმდეგის ფულით დაფინანსებული ხალხი გამოსულია ასპარეზზე გრძელი სიით თუ რა აქვთ დასანგრევი, გრძელი სიით თუ რის აშენებაში უნდათ ჩვენთვის ხელის შეშლა...ოპტიმისტები ვართ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. 3. „საქართველოს პრეზიდენტი სვანეთს ესტუმრა“. ამონარიდი: საქართველოში არის სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და იმას გარდა, რომ აქვთ დასანგრევი ობიექტების გრძელი სია, ასევე აქვთ გრძელი სია იმ ობიექტებისა, რომლებიც არ უნდა აშენდეს.საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. [url]http://www.szs.gov.ge/cgi-bin/admin/tviuri.pl[/url] [url] http://www.gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1445%3A2012-09-06-15-06-32&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka[/url]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე