თბილისის მერის Facebook-ის გვერდის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება
2012-09-12 IDFI-იმ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში დააფიქსირა წინასაარჩევნო დარღვევა. თბილისის მერის ოფიციალური Facebook-ის გვერდი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება. მერის ოფიციალურ გვერდზე აქტიურად იდება ალბომები და ჩანაწერები, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატების საკუთარ საარჩევნო რაიონებში წარდგენას შეეხება. გიგი უგულავა კი მოხსენიებულია როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და არა როგორც თბილისის მერი.
იხილეთ ბმული:
[url]http://eparticipationge.wordpress.com/2012/09/05/223/[/url]