საოლქო კომისიის წევრად ნასამართლეობის მქონე პირის დანიშვნა
2012-09-21 2006 წელს #56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დაინიშნა ზურაბ ქოიავა, 2010 წლის ივლისში ქურდობის ფაქტის გამო მას მიესაჯა ჯარიმა და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (შეეცვალა 4 წლით პირობითით), მიუხედავად ამისა იგი კვლავ დარჩა კომისიის წევრად 5 წლის ვადის ბოლომდე. ასევე კანონდარღვევით 2011 წლის თებერვალში იგი კვლავ დაინიშნა ცესკოს მიერ საოლქოს წევრად. სიუჟეტში პირველ კომენტარში ქოიავა აცხადებს, რომ იგი მხოლოდ დააჯარიმეს და ეს არ არის საოლქოში მუშაობის შეუთავსებლობა, მეორე კომენტარში კი ამბობს, რომ მას მოხნილი აქვს ნასამართლეობა.
იხილეთ სიუჟეტი:
[url]http://info9.ge/?l=G&m=1000&id=4644[/url]