„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, მამუკა ჯანანაშვილი დაკავების ფაქტი ხოვლეში
2012-09-23 23 სექტემბერს, კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მამუკა ჯანანაშვილი დააკავეს. დაკავების ოპერაცია დილის 6 საათზე განხორციელდა, დაკავებულის დედის განმარტებით, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. თუმცა როგორც ჯანანაშვილის დედა, აცხადებს მის შვილს იარაღი არ ჰქონია. 25 სექტემბერს მამუკა ჯანანაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მამუკა ჯანანაშვილმა „სამართლიან არჩევნებს“ განუცხადა, რომ პარტიულ საქმიანობას წყვეტს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე