საპროტესტო აქცია საგარეჯოს გამგებლის გადადგომის მოთხოვნით
2013-01-21 21 იანვარს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ახლად დანიშნული გამგებლის, "ქართული ოცნების" წევრ გიორგი ლოლაძის გადაგომა მოითხოვეს. გამგებელი აქციის მონაწილეებს შეხვდა, მაგრამ შეხვედრა ურთიერთბრალდებებით წარიმართა და უშედეგოდ დასრულდა. ლოლაძე ნეპოტიზმში დაადანაშაულეს და დაინტერესდნენ, სხვა ყველა რწმუნებულთან ერთად რატომ არ გაათავისუფლა სამსახურიდან ხაშმისა და მზისგულის რწმუნებულები. გამგებლის განცხადებით, მათ მიერ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის დარღვევებს, ამიტომ შეინარჩუნეს თანამდებობები. "თქვენ მართული ხართ თინა ხიდაშელის მიერ. თავად ვერ იღებთ გადაწყვეტილებებს. საკადრო ცვლილებებიც აშკარა ნეპოტიზმის ფონზე ჩატარდა", - განუცხადეს ლოლაძეს აქტივისტებმა. გიორგი ლოლაძემ გამგებლად გასული წლის ნოემბერში კოალიციის მხარდაჭერით დაინიშნა და საკადრო ცლილებები განახორციელა გამგეობის აპარატში. ასევე შეცვალა ყველა სოფლის რწმუნებული, გარდა ხაშმისა და მზისგულისა.