გამგეობის შენობაში შეჭრისა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი მარნეულში
2012-10-05 5 ოქტომბერს მარნეულის გამგეობის შენობაში "ქართული ოცნების" აქტივისტები შეიჭრნენ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს სამუშაო ოთახების დაცლა მოსთხოვეს. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამგეობის თანამშრომლებს. ადგილი ჰქონდა გამგებლის მოადგილისა და მისი მძღოლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს. დაშავდა თავად გამგებელიც, რომელიც დანარჩენ ხუთ თანამშრომელთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი გამარჯვებულ პარტიას წარმოადგენენ და თანამშრომლებს გამგეობის შენობის დატოვებას სთხოვდნენ“,- განაცხადა გამგებელმა. ვითარების განმუხტვა ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე