დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება
2012-12-14 დმანისის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 14 დეკემბრის დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თანამდებობიდან გადადგა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაკურ მგელაძე. ბაკურ მგელაძემ საიას თანმშრომელთან საუბარში დაადასტურა, რომ მას ზეწოლით დააწერინეს განცხადება. დმანისის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნოდარ ადუაშვილი.
2012-12-14 14 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა 20 დეპუტატმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბაკურ მგელაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენეს და საკრებულოს თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრის შედეგად, 20 ხმით „უპარტიო“ ფრაქციიდან წარდგენლი კანდიდატი ნოდარ ადუაშვილი აირჩიეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე