საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ხობის მუნიციპალიტეტში
2012-12-17 ხობის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 17 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ.ჭოხონელიძე. ხობის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბუკია.
2012-12-05 5 დეკემბერს განცხადება დაწერა და საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძემ. ჭოხონელიძემ გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა. როგორც აღნიშნა, გადაწვეტილება მხოლოდ მას ეკუთვნის და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. 7 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა ქარდავა აირჩიეს. იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო.