ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლება
2013-02-28 ხონის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ქუთაისის სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
ხონის საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე გადაყენებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2012 წლის 28 ნოემბრის ქუთაისის სასამართლოს განჩინებით.
2013-02-13 13 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე არჩეული იქნა საკრებულოს ახალი თავმჯდომარე რობერტ რუხაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. სხდომაზე დამსწრე 17 დეპუტატიდან ახალ კანდიდატს მხარი 16 დეპუტატმა დაუჭირა და მხოლოდ 1 იყო წინააღმდეგი.