გამგებლის ცვლილება სამტრედიაში
2012-10-23 23 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა სამტრედიის გამგებელმა კობა კანდელაკმა და მეორე დღესვე სასწრაფო რეჟიმში დაინიშნა საკრებულოს სხდომა. საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლების და აქტივისტების აურზაურისა და პროტესტის მიუხედავად, ვაკანტურ ადგილზე არჩეულ იქნა ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ავთანდილ სტურუა. ნოემბერში საკრებულოს დეპუტატმა კობა ძიძიგურმა სასამართლოში 27 პუნქტიანი სარჩელი შეიტანა საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის არაკანონიერად არჩევის შესახებ. 15 ნოემბერს შედგა სასამართლო პროცესი, სადაც დაკითხულ იქნა ავთანდილ სტურუა, თუმცა სხდომა გადაიდო. 11 დეკემბერს ავთანდილ სტურუას რაიონულმა სასამართლომ გამგებლის პოსტზე უფლებამოსილება შეუჩერა. გამგებლის მოვალეობას ასრულებს ავთანდილ სტურუას მოადგილე - ავთანდილ თადუმაძე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე