საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება საჩხერეში
2012-11-15 15 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე 22 დეპუტატიდან 12-მა საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ აბჟანდაძის გადაყენებას მხარი დაუჭირა. ინიციატივა საკრებულოში კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ დეპუტატებს ეკუთვნოდათ. ნოდარ აბჟანდაძე მათ ადგილობრივი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს. თავად აბჟანდაძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის პოლიტიკური მოტივებით გადააყენეს. საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის რვა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 22 კაციან საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც მათი 9 დეპუტატი უმცირესობის მხარეს გადავიდა. საკრებულოს თავმჯდომარის ადგილი დაიკავა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა- ინგა ზაბახიძემ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე