საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ფოთში
2012-12-18 6 დეკემბერს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ივანე საღინაძე, თანამდებობიდან გადადგა. როგორც საღინაძემ განაცხადა, თაბამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება ახალი რეალობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით მიიღო. მისივე თქმით, მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არ ყოფილა და ფოთის საკრებულოს რიგით წევრად რჩება. 18 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ფოთის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ახალ თავმჯდომარედ დავით ბაბილუას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, მოგელი ტყებუჩავამ, რომელმაც საკრებულოს წევრები კანონდარღვევაში დაადანაშაულა და სხდომა დატოვა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე