ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დანიშვნა
2012-11-30 ქედის საკრებულოს თავმჯდომარებს მუნიციპალიტეტის გამგებლების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი არ გამოუცხადებია, მიუხედვად იმისა, რომ კონკურსის გამოცხადების სამართლებრივი ვალდებულება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე ჰქონდა. 2012 წლის 03 ოქტომბერს მოწვეულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წარუდგინა გამგებლის ახალი კანდიდატურა, აჭარის ა/რ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ვაჟა ბოლქვაძე. საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცა თანხმობა წარმოდგენილი კანდიდატი შესარჩევი კონკურსის გარეშე დაენიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე