თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერის დანიშვნა
2012-11-30 2012 წლის 29 აგვისტოს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულომ თანხმობა მისცა საკრებულოს თავმჯდომარეს მერის პირადი განცხადების თანამდებობიდან გათავისუფლების/გადადგომის დაკმაყოფილების შესახებ. იმავე დღეს მერის დროებით მოვალეობის შესრულება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაევალა მერის მოადგილეს ჯემალ ანანიძეს. 2012 წლის 04 ოქტომბერს მოწვეულ იქნა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცა თანხმობა წარმოდგენილი კანდიდატი (ჯემალ ანანიძე) შესარჩევი კონკურსის გარეშე დაენიშნა თვითმმართველი ქალაქის მერად (არა მოვალეობის შემსრულებლად).


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე