დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის დანიშვნა
2013-02-15 2012 წლის 6 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ბესიკ შაღაშვილი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 26 დეკემბერს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.
2012 წლის 26 დეკემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #664-ე ბრძანებითა და საკრებულოს თანხმობით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა რევაზ ყარმაზანაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა გამგებლის მოადგილედ.
გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოცხადდა მოგვიანებით 2013 წლის 4 თებერვალს.
2013-01-08 8 იანვარს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ შაღაშვილმა თანამდებობა დატოვა. „ასე ჩავთვალე საჭიროდ და წავედი, არავის არაფერი დაუძალებია. ჯერჯერობით სახლში ვარ, უმუშევარი,“ – განაცხადა მან.
გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნების“ აქტივისტი რეზო ყარმაზანაშვილი დაინიშნა. იგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო.
გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე კომისიამ განცხადებების მიღება 18 თებერვალს დაასრულა. სულ 10 განაცხადი შევიდა. კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება ჩაატარა 25 თებერვალს და მათი გადაწყვეტილებით, 1 მარტს საკრებულოს გამგებლის კანდიდატად წარედგინა „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი ვაჟა ჩოხელი.
22 მარტს საკრებულომ კენჭი უყარა ვაჟა ჩოხელის კანდიდატურას და 25 დეპუტატიდან, ფარული კენჭისყრით, 14 დეპუტატის მხარდაჭრით იგი დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ახალ გამგებლად.