გამგებლის ცვლილება სიღნაღის მუნიციპალიტეტში
2012-11-30 სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჯანყარაშვილი 2012 წლის 3 დეკემბერს გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. გამგებლის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი არ ჩატარებულა. რამაზ პოპიაშვილი საკრებულოს დამსწრე ყველა წევრის თანხმობით დანიშნული იქნა მოვალეობის შემსრულებლად.
2012-11-30 30 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჯანყარაშვილმა, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი ნაციონალური მოძრაობის წევრია და გამგებლად ერთი თვის დანიშნული იყო. ახალ გამგებლად არჩეულ იქნა რამაზ პოპიაშვილი. საკრებულოს გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი არ გამოუცხადებია, თუმცა რამაზ პოპიაშვილმა განცხადება მაინც შეიტანა და საკრებულომ მას მხარი დაუჭირა. ახალმა გამგებელმა მოადგილეებად „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის აქტივისტები დანიშნა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე