გამგებლის ცვლილება გურჯაანის მინიციპალიტეტში
2013-03-31 გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით მესხიშვილი თანამდებობებიდან 2012 წლის 19 ნოემბერს გადადგა. იგი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. გამგებლის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი არ ჩატარებულა.
2012 წლის 10 დეკემბრის საკრებულოს განკარგულების თანახმად საკრებულომ თანხმობა მისცა საკრებულოს თავმჯდომარეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ა. ოსიაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. გამგებლის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი არ ჩატარებულა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნების“ წევრი აკაკი (ჯონი) ოსიაშვილი დაინიშნა.
2013-03-15 11 მარტს ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა გამგებელი კონკურსის ჩატარების გარეშე დანიშნეს. გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ გამგებლის დანიშვნა კონკურსის გარეშე მოხდა.
წყარო: http://goo.gl/Z4OBA
2013-03-07 7 მარტს საკრებულოს სხდომაზე აკაკი ოსიაშვილი გამგებლად დაინიშნა. ოსიაშვილის
დანიშვნას საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 დეპუტატიდან ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. იგი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად, 2012 წლის 10 დეკემბერს, საკრებულოს გადაწყვეტილებით დაინიშნა, გამგებლად მისი დანიშვნა კი კონკურსის გარეშე მოხდა.
2012-12-07 მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით მესხიშვილმა საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. 7დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აერჩიათ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიჭრნენ. ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საკრებულომ სხდომა შეწყვიტა.
10 დეკემბრის სხდომაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ჯონი ოსიაშვილი აირჩიეს. "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან კანდიდატურების დამტკიცებას პროტესტი მოჰყვა. არჩეული კანდიდატები მათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დაადანაშაულეს.