გამგებლის ცვლილება დმანისის მუნიციპალიტეტში
2013-03-26 24 დეკემბერს დმანისის გამგებელმა, თენგიზ მიროტაძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა. მეორე დღეს დანიშნულ სხდომაზე საკრებულომ გამგებლის თანამდებობაზე 20 ხმით, "ქართული ოცნების" დმანისის შტაბის უფროსი, გოგი ბარბაქაძე დაამტკიცა. ყოფილმა გამგებელმა განცხადების დაწერის მიზეზები არ განმარტა. საკრებულოს წევრების თქმით კი მიროტაძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო და მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.
გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ განცხადებების შერჩევა 13 მარტამდე გაგრძელდა. კომისიის მიერ გამგებლად შერჩეულ იქნა გოგი ბარბაქაძის კანდიდატურა, რომელიც მანამდე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
26 მარტს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს დმანისის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი გოგი ბარბაქაძე.
2012-12-25 2012 წლის 25 დეკემბრის დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ოქმით #22, (სხდომას ხელმძღვანელობდა ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ადუაშვილი) დღის წესრიგად განისაზღვრა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თენგიზ მიროტაძისათვს უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან გათავისუფლების ცნობად მიღება.
მოხდა გარეშე პირის გოგი ბარბაქაძის დანიშვნა გამგებლად.