გამგებლის ცვლილება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
2012-12-31 2012 წლის 1 ოქტომბრიდან თანამდებობა დატოვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ შელიამ. 2012 წლის 11 დეკემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა მისცა საკრებულოს თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დათო გოგუას დანიშვნის თაობაზე.
2012-12-04 4 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე გამგებელმა, მერაბ შელიამ საკრებულოს დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. მერაბ შელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პირადი მოსაზრების საფუძველზე მიიღო. მისი გადაწყვეტილება ასევე საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლასაც უკავშირდება. 11 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი - დათო გოგუა დაინიშნა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე