გამგებლის ცვლილება აბაშის მუნიციპალიტეტში
2012-12-10 აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი გურამ გუნავა პირადი განცხადების საფუძველზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 18 დეკემბერის #1-171 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
2013 წლის 9 იანვარს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნა გოჩა ჭანტურია. ამას წინ უძღოდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე საკრებულოს თავმჯდომარისათვის გამგებლის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა.
2012-12-10 10 დეკემებრს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გურამ გუნავამ, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც საკრებულოს გადაეცა განსახილველად. გურამ გუნავას განცხადებით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მან არა ვინმეს მხრიდან ზეწოლის, არამედ თავისი ასაკის გამო მიიღო. მისივე თქმით, თანამდებობიდან წასვლა არ უკავშირდება ასევე, ძმისშვილის, გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას საქმეებს.
21 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შეიქმნა გამგებლის შესარჩევი საკონკურსო–საატესტაციო კომისია. 9 იანვარს საკრებულომ გამგებლის პოსტზე გოჩა ჭანტურია დაამტკიცა, რასაც ხმაური და აქცია მოჰყვა. აბაშის მოსახლეობამ გამგებლად გოჩა ჭანტურიას კანდიდატურა მომდევნო დღეებშიც გააპროტესტა.