თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის თანამდებობაზე დანიშვნა
2013-05-08 2013 წლის 11 იანვარს ფოთის საკრებულომ ახალი მერი დანიშნა, რომელიც მედიასთან არ უარყოფდა, რომ მისი კანდიდატურა მაჟორიტარი დეპუტატისთვის მისაღები იყო და საკუთარ თავს მის ფავორიტადაც ასახელებდა. მაჟორიტარი დეპუტატის განცხადების მიხედვით, ის ვერ მოახდენდა გავლენას საკრებულოს გადაწყვეტილებაზე, სადაც უმრავლესობას “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები წარმოადგენდნენ. ამავდროულად, საკრებულოს თავმჯრომარემ დატოვა თანამდებობა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ფოთში შექმნილი ვითარების გამო მიიღო. მისი თქმით, საკრებულომ ვერ დანიშნა მერი, რის გამოც, პრობლემების თავიდან ასარიდებლად, მან გადადგომა გადაწყვიტა. წყარო:http://goo.gl/e6ahw
2013-01-31 2012 წლის 20 დეკემბერს თვითმმართველი ქალაქის ფოთის საკრებულომ #26/131 განკარგულებით მერის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.კონკურსი გაიმართა 3 და 4 იანვარს. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა დათო სარსანია. 2013 წლის 11 იანვარს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით სარსანია დაინიშნა ფოთის მერის თანამდებობაზე. 2013 წლის 11 იანვარს თვითმმართველი ქალაქის ფოთის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს განკარგულებით მოისმინეს თვითმმართველი ქალასი ფოთის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიის დასკვნა. მიღებულ იქნა თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს განკარგულება თვითმმართველი ქალაქის ფოთის მერის თანამდებობაზე დათო სარსანიას დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
2013-01-11 3 აგვისტოს თანამდებობა დატოვა ქალაქის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. საკრებულომ მერის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება არ ისურვა. 31 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ფოთის მერიის წინ აქცია გამართეს. ისინი მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატის დანიშნვას ითხოვდნენ. 7 ნოემბერს ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ხომერიკს საკრებულომ უფლებამოსილების ვადა 1 წლის ვადით გაუგრძელა. აღნიშნული განკარგულება გასაჩივრდა სასამართლოში. 27 დეკემბერს ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე საკრებულომ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო კომისიას ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა ხელმძღვანელობდა. ფოთის მერის ვაკანტურ პოზიციაზე თავდაპირველად შესული 44 განცხადებიდან, საკონკურსო კომისიამ 40 არასრულყოფილად მიიჩნია. შერჩეულ იქნა "ქართული ოცნების" სამი კანდიდატი: ზურაბ დონდოლაძე, დავით სარსანია, ბესიკ ჯოჯუა და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ბადრი დავითაია. 11 იანვარს საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ ერთადერთ კანდიდატს, დავით სარსანიას, მხარი საკრებულოს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა, მათ შორის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. დავით სარსანია კოალიცია "ქართულ ოცნებაში" "ეროვნული ფორუმიდან" მოხვდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე