გამგებლის ცვლილება გორის მუნიციპალიტეტში
2012-11-30 2012 წლის 30 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაკმაყოფილდა დავით ხმიადაშვილის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. გორის მუნიციპალიტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 30 ნოემბრის #1 პ-128 ბრძანებით დავით ხმიადაშვილი გათავისუფლებულ იქნა გამგებლის თანამდებობიდან, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 30 ნოემბრის #1 პ-129 ბრძანებით – გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა პაპუნა კობერიძე.
2012-11-30 30 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებელ დავით ხმიადაშვილის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. ამავე სხდომაზე, დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, პაპუნა კობერიძე აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის თქმით, სხდომაზე გამგებლის თანამდებობაზე მხოლოდ ორი კანდიდატი იყო წარდგენილი.