ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცვლილება
2012-12-07 ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 07 დეკემბერის სხდომაზე განხილულ იქნა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ილია ბურჯანაძის განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, კენჭისყრით მიღებულ იქნა განკართულება – „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოალეობის შემსრულებლის ილია ბურჯანაძის თანამდებობის დატოვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (საკრებულოს 2012 წლის 7 დეკემბრის #123 განკარგულება). კენჭისყრით იქნა მიღებული გადაწყვეტილება საკრებულოს 2012 წლის 7 დეკებრის #124 განკარგულება „ქარელის მუნიციპაიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ივანე ოსაძის დანიშვნის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ”. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი არ გამოცხადებულა.
2012-12-07 7 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე დააკმაყოფილეს ქარელის გამგებლის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ილია ბურჯანაძის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. როგორც თავად განაცხადა, თანამდებობა ოჯახური პირობების გამო დატოვა. ახალ გამგებლად არჩეულ იქნა ივანე ოსაძე. იგი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა პროფესორია და საკრებულოს საკუთარი სურვილით მიმართა, რათა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აერჩიათ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე