გამგებლის ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტში
2013-01-31 ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარეს 2013 წლის 12 იანვარს მიმართა პირადი განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. საკრებულომ (2013 წლის 15 იანვრის განკარგულებით) თავმჯდომარეს მისცა თანხმობა გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ ადგილზე ამავე დღეს (15 იანვარს) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარეს დაუდასტურა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად თემურ ჩუბინიძის დანიშვნის გადაწყვეტილება.
2013-01-12 12 იანვარს გამგებელმა ლევან დოხნაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. 15 იანვარს საკრებულომ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა. გამგეველმა პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. ამავე სხდომაზე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულომ თემურ ჩუბინიძე დანიშნა, რომელიც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის და ადრე ტყიბული პოლიციის უფროსი იყო. სხდომაზე დამსწრე 17 წევრიდან ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე