ჭიათურის მუნიციპალითეტის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა
2012-11-20 ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესარჩევად ჩატარდა კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ძველი გამგებელი მონაწილეობდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში კანდიდატად.
2012-11-20 ჭიათურის გამგებელმა, გოგი ჩიქვილაძემ, საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. გამგებლის მოვალეობას ასრულებდა ზურაბ კეთილაძე. 20 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის თანამდებობაზე, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, სულხან მახათაძის კანდიდატურა წარადგინა. საკრებულოს ოცდახუთმა წევრმა სულხან მახათაძეს ერთხმად დაუჭირა მხარი.